ახალი ამბებირეკლამა

თიბისი დაზღვევის და Mercedes-Benz -ის ერთობლივი აქცია დაიწყო

8 ნოემბერი, 2017 • 1563
თიბისი დაზღვევის და  Mercedes-Benz -ის  ერთობლივი აქცია დაიწყო

თიბისი დაზღვევა Mercedes-Benz-ის ქართულ წარმომადგენლობასთან ერთად აქციას იწყებს. დღეიდან მომხმარებელი,  რომელიც Mercedes-Benz-ის სადილეროში შეიძენს GLE ან GLC-ის მარკის ავტომობილს  თიბისი დაზღვევისგან განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებს.

საჩუქრები მოიცავს :

[checklist]

  • 1 წლიან ავტოდაზღვევის სრულ პაკეტს;
  • 1000 ლიტრ საწვავს ვისოლის ბენზინგასამართ სადგურებზე;
  • რეცხვის სერვისს ვისოლის სამრეცხაოების ქსელში;
  • 1 წლიანი სითი პარკის ბარათს

[/checklist]

 

თიბისი დაზღვევის 1 წლიანი ავტოდაზღვევა ითვალისწინებს, ავტოავარიის შემთხვევაში მესამე პირის ავტომობილის და  ქონების დაზიანების ან ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯებისანაზღაურებას. ავტომობილი ასევე დაზღვეული იქნება ვანდალიზმისგან და სტიქიური მოვლენებისგან, როგორიცაა  სეტყვა და მიწისძვრა. ხოლო გზაზე მანქანის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, მომხმარებელს ტექნიკური დახმარების  ჯგუფი 24 საათის განმავლობაში მოემსახურებათ შემდეგი სერვისებით:

[checklist]

  •  ევაკუატორის მომსახურება
  • საწვავის ადგილზე მიტანა
  •  საბურავის გამოცვლა
  • ავტომობილის დაქოქვა

[/checklist]

აქცია 1 ნოემბერს დაიწყო და ძალაში იქნება  2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი