ახალი ამბები

ანონსი – 9 ნოემბერი

8 ნოემბერი, 2017 • 1565
ანონსი – 9 ნოემბერი

9:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ში ენერგეტიკის მინისტრი  ილია ელოშვილი, ენერგეტიკული  გაერთიანების სამდივნოს დირექტორი იანეშ კოპაჩი და ევროკავშირის ელჩი  საქართველოში იანოშ ჰერმანი  საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით გამართულ პოლიტიკურ დისკუსიაში  მიიღებენ მონაწილეობას.

EU4Energy Governance Project  (ევროკავშირი ენერგეტიკისთვის მმართველობა) ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიება ეძღვნება საქართველოს ენერგოსექტორში სამართლებრივი ცვლილებების განხორციელების ხელშეწყობას.

10:00 სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია  კახა კალაძესთან ერთად სამშენებლოდა დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.  შეხვედრის მიზანია დამსწრე საზოგადოების ინფორმირება მთავრობის 2006 წლის

28 იანვრის #41 დადგენილებაში, ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები“ ცვლილებების შეტანის შესახებ.

10:50 უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ  სოზარ სუბართან ერთად,  ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობა.

11:00 იმართება მრგვალი მაგიდის შეხევდრა მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, სადაც განიხილავენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის პრაქტიკას და გამოწვევებს. შეხვედრაზე პრეზენტაციას გააკეთებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგნლები და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის პროგრამის კოორდინატორი  მარკ ჰულსტი. შეხვედრა მედიასთვის ღია იქნება დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი