ლარი ევროს მიმართ 4 თეთრით გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ახალი გაცვილითი კურსის თანახმად, ლარი დოლართან თითქმის 3 თეთრით, ევროსთან კი 4 თეთრით გაუფასურდა. ხვალ, 9 ნოემებრს ერთი დოლარის ღირებულება 2.62 ლარი იქნება, ხოლო ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.04 ლარს შეადგენს.

ლარის მკვეთრი გაუფასურება არჩევნების შემდეგ, 24 ოქტომბრიდან დაიწყო. საარჩევნო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.48-დან 2.49 ლარის ფარგლებში იყო. ხოლო 24 ოქტომბრიდან გაძვირება დაიწყო და 2.63 ლარს გადააჭარბა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.