ახალი ამბებიეკონომიკა

ფიზიკურ პირებზე 100 000 ლარამდე სესხის სხვა ვალუტაში გაცემა შესაძლოა დასჯადი გახდეს

8 ნოემბერი, 2017 • 3411
ფიზიკურ პირებზე 100 000 ლარამდე სესხის სხვა ვალუტაში გაცემა შესაძლოა დასჯადი გახდეს

ფიზიკურ პირებზე 100 000 ლარამდე სესხის სხვა ვალუტაში გაცემის შემთხვევაში შესაძლოა მოქალაქე დაჯარიმდეს. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილით, ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 1538-ე მუხლი. ამ მუხლის მიხედვით, თუ სესხი სხვა ვალუტაში გაიცემა, პირველ შემთხვევაში პირი გაფრთხილებას მიიღებს, გაფრთხილების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა  გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

რეგულაცია არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებზე, რადგან მათ ზედამხედველობას ეროვნული ბანკი ახორციელებს. კანონპროექტს დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი