ახალი ამბები

ანონსი – 8 ნოემბერი

7 ნოემბერი, 2017 • 1871
ანონსი – 8 ნოემბერი

წარმოგიდგენთ 8 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსს:

10:00 –  საქართველოს ადმინისტრაციაში მთავრობის მთავრობის სხდომა გაიმართება.
მისამართი: ინგოროყვას #7

10:00 – ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით კონფერენცია “ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში” გაიმართება.
მისამართი: სასტუმრო “ბილტმორი”; რუსთაველის გამზ. #29

11:00 – ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

10:30 – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი კობა კობალაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

15:00 – “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში” ბიზნეს სექტორი შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის საბოლოო ვერსიას განიხილავს და შენიშვნებს დააფიქსირებს.
მისამართი: ა. ბელიაშვილი #8; მე-3 სართული.
საკონტაქტო პირი – ცირა იობაშვილი 598544415

11:00 – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების მეორე წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებაზე ყველაზე მაღალი ჩართულობის მქონე კანონპროექტის ინიციატორი სახელმწიფო უწყება დაჯილდოვდება.
მისამართი: სასტუმრო “რუმსი”; მ. კოსტავას #14
საკონტაქტო პირი: მერი მახარაშვილი – 599 500 137

17:30 – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით ჩაატარებს საჯარო დისკუსიას 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწვეტილებაზე საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის შესახებ. ღონისძებაზე განიხილავენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
მისამართი: სასტუმრო IOTA; ლერმონტოვის #10
საკონტაქტო პირი: თამარ მჟავანაძე – 591 91 81 74

8 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია ევროპარლამენტში მაღალი დონის მრგვალი მაგიდის შეხვედრას უმასპინძლებს, რომელსაც “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე მონაწილის სტატუსით დაესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი