ახალი ამბები

თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას 14 ნოემბერს გამართავს

7 ნოემბერი, 2017 • 2074
თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას 14 ნოემბერს გამართავს

თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს გაიმართება. სხდომის მოწვევის შესახებ განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.  2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველი სხდომა 2017 წლის 14 ნოემბერს, 11:00 საათზე, საკრებულოს შენობაში გაიმართება.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 4 პარტია შევიდა, აქედან  “ქართულმა ოცნებამ” მანდატების 80 პროცენტი მოიპოვა.

თბილისის საკრებულოს 50 დეპუტატიდან 40 “ქართული ოცნებიდან” იქნება. საკრებულოში ასევე იქნება ნაციონალური მოძრაობის 5, ევროპული საქართველოს– სამი, ხოლო პატრიოტთა ალიანსის 2 წევრი.

საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას  პირველი ტურის შედეგად არჩეული 58 მერი კი უფლებამოსილების შესრულებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.

რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს 6 საარჩევნო ოლქში გაიმართება. ამომრჩეველი აირჩევს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი