პარლამენტარი: ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში ნარკომანი ტურისტები ჩამოვლენ

საქართველოს პარლამენტის წევრმა ისკო დასენმა განაცხადა, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში საქართველოში “ნარკომანი ტურისტები” ჩამოვლენ.

“აქ თუ მართლაც მოხდა დეკრიმინალიზაცია, აქ მოვლენ ნარკომანი ტურისტები. წარმომიდგენია, რას შეიძლება დაემსგავსოს თბილისი. ეს არის საფრთხე და ეს უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, ნიდერლანდელები არიან ძალიან უკმყოფილო იმით, რომ მოხდა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია მათ ქვეყანაში. უბრალოდ, უკან დასახევი გზა არ გვაქვს, თორემ, ნეტავ ეს ასე არ ყოფილიყოო”, – განაცხადა დასენმა.

ეს განცხადება დეპუტატმა პარლამენტში სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პორტუგალიის, კანადისა და ევროკავშირის წარმომადგენლებისგან ისმენდნენ მოსაზრებებს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზების შესახებ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com