ახალი ამბები

კალაძე: ზაფხულში კონდიციონერს რომ არ რთავდნენ და ხალხი იხჩობოდა მარშრუტკებში, ეს დასრულდება

7 ნოემბერი, 2017 • 2057
კალაძე: ზაფხულში კონდიციონერს რომ არ რთავდნენ და ხალხი იხჩობოდა მარშრუტკებში, ეს დასრულდება

თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ზაფხულის პერიოდში მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩაურთველობა დასრულდება და ამ მიმართულებით არსებული რეგულაციების აღსრულება დაიწყება.

„ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი მგზავრობს დღეს ყვითელი სამარშრუტო ტაქსებით. ეს არის N1 ტრანსპორტი, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში. შესაბამისად, მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა არის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი და ის, რომ ზაფხულის თვეებში კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხჩობოდა მარშრუტკებში, ეს ვეღარ იქნება და აღარ იქნება, ეს იქნება დასრულებული. კეთილი ინებოს კომპანიის ხელმძღვანელობამ და ის რეგულაციები, რაც არსებობს, აღსრულებაში მოიყვანოს“, – თქვა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, მუშაობა რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებითაც დაიწყება და იმისთვის, რომ მგზავრებს კომფორტი შეუნარჩუნდეთ, სწორ ხედვას და გეგმას, საკრებულოსთან ერთად, უახლოეს პერიოდში წარმოადგენს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმის გაზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვაზე განაცხადა. მისი თქმით, სანქციების გაზრდა საჭიროა და არა მარტო ტრანსპორტის კუთხით, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით დაიწყება მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი