ახალი ამბებიეკონომიკა

ხუთი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ღვინოა ექსპორტირებული საქართველოდან

7 ნოემბერი, 2017 • 2097
ხუთი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ღვინოა ექსპორტირებული საქართველოდან

2017 წლის პირველი 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 61 მლნ ბოთლი (0,75 ) ღვინო, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.  

აღნიშნულ პერიოდში ექსპორტირებულია 134,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 52%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია:

  1. რუსეთი – 38 355 125 ბოთლი; 
  2. უკრაინა – 6 237 652 ბოთლი; 
  3. ჩინეთი – 6 086 733 ბოთლი; 
  4. ყაზახეთი – 2 671 845 ბოთლი;
  5. პოლონეთი – 2 151 342 ბოთლი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ ქვეყნებში:

  1. საფრანგეთი – 187% (98 194)
  2. ისრაელი – 149% (180 824)
  3. რუსეთი – 87% (38 355 125)
  4. აზერბაიჯანი 76% (102 342)
  5. აშშ – 68% (394 464)
  6. გერმანია – 57% (367 342)
  7. უკრაინა – 48%(6 237 652)
  8. ბელარუსი – 42% (1 318 852)
  9. ჩინეთი – 41% (6 086 733)
  10. ლატვია – 31% (1 279 718)
  11. პოლონეთი – 18% (2 151 342)

ამას გარდა, მსოფლიოს 22  ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 363 0421 ბოთლი (0,5 ) ბრენდი, რაც 91%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  29,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდიმატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  83%-ს აღწევს.

2017 წლის 10 თვეში მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219 183 ბოთლი (0,5 ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 198% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  664,6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 154%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 2017 წლის 10 თვეში 222,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენსზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 50% შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი