ახალი ამბები

“იმედი” და “რუსთავი 2” VS “შენების მოძრაობა” – GNCC საჩივარს 9 ნოემბერს განიხილავს

7 ნოემბერი, 2017 • 1429
“იმედი” და “რუსთავი 2” VS “შენების მოძრაობა” – GNCC საჩივარს 9 ნოემბერს განიხილავს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია “შენების მოძრაობის” საჩივარს “რუსთავი 2-ისა” და იმედის” წინააღმდეგ 9 ნოემბერს განიხილავს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, შენების მოძრაობამ იმედსა და რუსთავი 2-ს 9 ოქტომბერს უჩივლა იმ მოტივით, რომ ორივე არხზე წინასაარჩევნო დებატების არცერთ პროგრამაში არ იყვნენ მიწვეული მისი წარმომადგენლები მაშინ, როდესაც ისინი კვალიფიციური სუბიექტები არიან.

კომისიის ცნობით, საქმისწარმოების ფარგლებში “რუსთავი 2”-მა განუცხადა კომისიას, რომ საეთერო ბადის დაგეგმარებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიწვევა. ტელეკომპანიის განცხადებით, სუბიექტების მიწვევისას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით იხელმძღვანელეს.

რაც შეეხება იმედის პასუხს, ტელეკომპანიამ განუცხადა კომისიას, რომ  ტექნიკური შეცდომა დაუშვეს გადაცემაში კანდიდატების მიწვევისას და არ ჰქონიათ დისკრიმინაციული მიდგომა.

მასალების გადაბეჭდვის წესი