ახალი ამბები

პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების საარჩევნო დანახარჯები

6 ნოემბერი, 2017 • 3322
პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების საარჩევნო დანახარჯები

არჩევნების დანიშვნის დღიდან (22 აგვისტო) 21 ოქტომბრის ჩათვლით პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად  16,861,130.00 ლარის ხარჯია განხორციელებული. აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ხარჯების უმრავლესობა, კერძოდ, 11 მილიონზე მეტი ლარი “ქართულ ოცნებაზე” მოდის.

პოლიტიკური პარტიების მიერ 22 აგვისტოდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ჯამში, მიღებულია 18,167,797.00 ლარის შემოსავალი, კერძოდ:

22 აგვისტოდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში პარტიები ყველაზე დიდ თანხებს რეკლამის მიმართულებით სწევდნენ. ქართულმა ოცნებამ რეკლამაზე 7 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია პოლიტიკური პარტიების მიერ 22 აგვისტოდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში მიღებული შემოსავლები. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა და დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო არსებითად ერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობს.

შემოწირულებების შესწავლის მიზნით, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მნიშნელოვანია ინფორმაცია 1 ივლისიდან, როდესაც უწყების აზრით, დაიწყო არჩევნებისთვის მზადება და შემოწირულობების განხორციელება. 1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე ანუ 4 – თვიან პერიოდში, ჯამში, განხორციელებული 15,333,951.92 ლარის შემოწირულებიდან 90% მიღებულია „ქართული ოცნების“ მიერ. დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა, რომელიც თბილისის მერის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა, 89 554 ლარის შემოწირულობა მიიღო.

“შემოწირულებების შესწავლის მიზნით, სამსახურის მიერ გაგზავნილ იქნა მოთხოვნა 640 ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებაში მიმდინარეობს შესწავლა მათი საბოლოო ბენეფიციარების, შესყიდვებში მონაწილეობისა და მიღებული შემოსავლების შესწავლის კუთხით. ფიზიკური პირების შემოწირულებების ანალიზის დროს დამატებითი კითხვების არსებობის გამო, გამოკითხვაზე დაბარებულია 31 პირი, საიდანაც 13 არის „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი, ხოლო 18 – „ქართული ოცნების“. ამ ეტაპზე უკვე გამოკითხულია 17 შემომწირველი ფიზიკური პირი: „ევროპული საქართველოს“ – 11 და „ქართული ოცნების“ – 6. სექტემბრის ბოლო პერიოდისა და ოქტომბრის დასაწყისის შემოწირულებებიდან ამ ეტაპზე დაბარებულია 5 სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის შემომწირველი 22 ფიზიკური პირი. ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა 20 ოქტომბრიდან მიღებული შემოწირულებების შესწავლის მიზნით, რომელთან დაკავშირებითაც გაგზავნილია მოთხოვნა სასამართლოსა და შემოსავლების სამსახურში”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი