ახალი ამბები

მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა შესაძლოა 20 ლარამდე გაიზარდოს

6 ნოემბერი, 2017 • 4454
მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა შესაძლოა 20 ლარამდე გაიზარდოს

თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა შესაძლოა 5 ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდოს. ამას ზოგადადმინისტრაციულ კოდექსში  ცვლილების პროექტი ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. კანონპროექტით იცვლება საურავის ოდენობაც: იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის ჯარიმას, მას 50 ლარის ნაცვლად 40 ლარის გადახდა მოუწევს. 

კანონპროექტის თანახმად, მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისშივე შეიძინოს ბილეთი, ან მგზავრობისთვის განსაზღვრული თანხა გადახდის ელექტრონული საშუალებით გადაიხადოს.

კანონპროექტის  მიზანი მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრების მიერ ბილეთების აღების საკითხის დარეგულირებაა, რაც გადახდის ელექტრონული სისტემის ეტაპობრივად დანერგვის შედეგად უნდა მოხდეს.  ცვლილების მიხედვით, გადახდის ელექტონული საშუალებით სარგებლობა საბოლოოდ გამოიღებს იმ შედეგს, რომ შემცირდება არა მხოლოდ სამგზავრო ბილეთებით დანაგვიანების დონე, არამედ ბილეთის ქაღალდზე გაწეული ხარჯიც.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი