სომხეთის კათალიკოსს ბიზნესისთვის მიწები გადასცეს

“სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელის, გარეგინ ll-ის საინვესტიციო ინტერესები ეკლესიების მშენებლობას სცდება”, – წერს epress.am.

სომხური მედიის ცნობით, გარეგინ ll “შემოსავლიან და სამომავლოდ პერსპექტიულ მზის ენერგიაში სერიოზულ ინვესტიციას დებს”.

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელი ეჩმიაძინში 1-მეგავატიანი სიმძლავრის ელექტროსადგურის და მის გარშემო პარკის აშენებას აპირებს. ამის განხორციელებისთვის სომხეთის მთავრობამ ეკლესიას 5,4 ჰექტარი მიწა გადასცა.

პირველად, 2004 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ეკლესიას 4 ჰექტარი მიწა გადასცეს. ამ მიწას კულტურული და ისტორიული ღირებულება ჰქონდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტერიტორიაზე მზის ენერგეტიკული სადგური უნდა აშენდეს, 4 ჰექტარი მიწის გადაცემიდან რამდენიმე წლის შემდეგ კათოლიკოსმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ტერიტორიის სტატუსის შეცვლის თხოვნით მიმართა, რადგან ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობის მქონე ტერიტორიაზე ასეთი ნაგებობების აშენება იკრძალება. 

Espress.am-ის ინფორმაციით, მთავრობამ ეს მოთხოვნა კულტურის სამინისტროს შესაბამისი ექსპერტების შეფასების გარეშე დააკმაყოფილა. პროექტში ობიექტის ღირებულებაც არ არის განსაზღვრული.

2017 წელს კი მთავრობამ ეკლესიას 1,4 ჰექტარი ტერიტორია გადასცა. ეს მიწა აქამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრონომიისა და მცენარეთა დაცვის სამეცნიერო ცენტრს ეკუთვნოდა.

გარეგინ მეორე; ფოტო: sputnik

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი