ახალი ამბები

თავდასხმა ტეხასის ბაპტისტურ ეკლესიაში – მოკლულია 26 ადამიანი

6 ნოემბერი, 2017 • 1505
თავდასხმა ტეხასის ბაპტისტურ ეკლესიაში – მოკლულია 26 ადამიანი

ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებენ მსოფლიო ლიდერები ტეხასის ქალაქ საზერლენდ სპრიგნში მომხდარი თავდასხმის გამო, რასაც 26 ადამიანი ემსხვერპლა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ სამძიმრის წერილები ტვიტერში გამოაქვეყნეს.

ტეხასის ქალაქ საზერლენდ სპრინგში, ბაპტისტური ეკლესიაში, სროლის შედეგად 26 ადამიანი გარდაიცვალა, 20 კი დაიჭრა. როგორც CNN იუწყება, მსხვერპლთა ასაკი 5-დან 72 წლამდე მერყეობს.

თავდამსხმელი 26 წლის დევიდ  პატრიკ კელია, რომელმაც  ცეცხლი ადგილობრივი დროით 11:30 საათზე, ეკლესიის გარეთ გახსნა, შემდეგ კი შენობაში შეიჭრა, სადაც დილის წირვა მიმდინარეობდა.

ტეხასის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, იმის შემდეგ, რაც ეჭვმიტანილმა ეკლესია დატოვა, ქალაქის ერთ-ერთმა მოქალაქემ თავდამსხმელს თავისი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.  კელიმ ადგილიდან მიმალვა სცადა.

მოგვიანებით პოლიციამ ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა. პოლიცია მისი სიკვდილის მიზეზად განიხილავს როგორც თვითმკვლელობას, ასევე საპასუხო სროლას პოლიციის მხრიდან. ჯერ უცნობია დანაშაულის მოტივი.

დევიდ პატრიკ კელი აშშ-ის საჰაერო ძალების ყოფილი სამხედრო იყო. 2012 წელს ცოლსა და შვილზე თავდასხმის ბრალდებით გაასამართლეს. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო, რის შემდეგაც კელიმ ციხეში წელიწადი დაჰყო. მომხდარის გამო სამხედრო სამსახურიდანაც დაითხოვეს.

საზერლენდში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ამჟამად იაპონიაში იმყოფება. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად ჩაერთვება საქმის გამოძიებაში.

“ტეხასში საზერლენდსპრინგში მომხდარს მინდა გამოვეხმაურო. ჩვენი ფიქრები და ლოცვა ამ თავდასხმის შედეგად დაღუპულებთან და მათ ოჯახებთანაა. თავდამსხმელმა ეს ბოროტება მაშინ ჩაიდინა, როცა ადამიანები წმინდა ადგილზე იმყოფებოდნენ. ჩვენი გულები გატეხილია, თუმცა ასეთ დროს ამერიკელი ხალხი ყოველთვის ერთიანდება. ამერიკა ლოცულობს დაშავებულთათვის, ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიდგებით. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველგვარ დახმარებას გაუწევს ადგილობრივ ხელისუფლებას ამ საზარელი დანაშაულის გამოძიებაში,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.


საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ტვიტერში წერს, რომ სოლიდარობას უცხადებს აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს:

ამერიკაში მომხდარ ფაქტ სტვიტერში გამოეხმაურა გიორგი კვირიკაშვილიც:

ირაკლი კობახიძის თქმით, ის თანაუგრძნოს მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს:

მასალების გადაბეჭდვის წესი