კარლეს პუჩდემონი და ოთხი მინისტრი პატიმრობიდან დროებით გაათავისუფლეს

ბელგიის პოლიციამ კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი და ოთხი მინისტრი დროებით გაათავისუფლა. კატალონიის გადაყენებულ ლიდერს ბრალად სახელმწიფო თანხების გაფლანგვა და აჯანყებისკენ მოწოდება ედება.

Reuters-ის ინფორმაციით, კატალონიის ყოფილი ლიდერები სასამართლოს წინაშე 15 დღის ვადაში უნდა წარდგნენ. პუჩდემონი უნდობლობას უცხადებს ესპანეთის სასამართლოს და პირობას დებს, რომ ბელგიის სასამართლოსთან ითანამშრომლებს.

კატალონიის ყოფილი ლიდერი ბელგიაში მას შემდეგ გაფრინდა, რაც მადრიდმა კატალონიას ავტონომია ჩამოართვა და პირდაპირი მმართველობა დაიწყო. კატალონიაში რეფერენდუმის შედეგად არჩეული პარლამენტი  ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა 28 ოქტომბერს დაითხოვა, ხოლო რეგიონალური არჩევნები 21 დეკემბერს დანიშნა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.