ახალი ამბები

ამიერიდან “მოამბე” ეთერში 20:00 საათის ნაცვლად, 21:00 საათზე გავა

5 ნოემბერი, 2017 • 5015
ამიერიდან “მოამბე” ეთერში 20:00 საათის ნაცვლად, 21:00 საათზე გავა

საზოგადოებრივი მაუწყბელის პირველ არხზე მოამბე 6 ნოემბრიდან 20:00 საათის ნაცვლად, 21 საათზე გავა.

„მოამბის“ ნახვა მაყურებელს პირდაპირ ეთერში ყოველდღე, დღეში ხუთჯერ – 09:00, 12:00, 15:00, 18:00-სა და 21:00 საათზე შეუძლია.

„მოამბის“ გუნდი 15 და 30-წუთიან გამოშვებებში შემოგთავაზებთ სტანდარტის შესაბამისად გადამოწმებულ, სანდო და მრავალფეროვან ინფორმაციას.

საღამოს მთავარი გამოშვება „მოამბე 21:00 საათზე“ საღამოს საინფორმაციო ტელეჟურნალია, სადაც მიმდინარე ახალ ამბებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვან, აქტუალურ, კარგად დამუშავებულ და ყველა შესაძლო კონტექსტიდან დანახულ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ”, – ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში.

ტელეკომპანია იმედზე საღამოს საინფორმაციო გამოშვება 20:00 საათზე, გადის, TV პირველზე – 10-ზე, მაესტროზე, – 21:00 საათზე, რუსთავი 2-ზე – 21:00 საათზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი