ახალი ამბები

კარლეს პუჩდემონი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა

5 ნოემბერი, 2017 • 2392
კარლეს პუჩდემონი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა

კატალონიის გადაყენებული ლიდერი კარლეს პუჩდემონი ბელგიის სამართალდამცავ უწყებაში გამოცხადდა 4 მრჩეველთან ერთად. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პუჩდემონის ბედს ბელგია ორშაბათს გადაწყვეტს. მადრიდი მის დაკავებას მოითხოვს.

პუჩდემონი ბელგიაში მას შემდეგ გაფრინდა, რაც მადრიდმა კატალონიას ავტონომია ჩამოართვა და პირდაპირი მმართველობა დაიწყო.

კატალონიის 8 ყოფილ მინისტრს ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მეცხრე მინისტრი გირაოთი გაათავისუფლეს.

მათ ბრალი ედებათ აჯანყებაში, აჯანყებისკენ მოწოდებასა და სახელმწიფო  თანხების გაფლანგვაში.

პროკურორმა მოსამართლეს ასევე სთხოვა, გამოეცა ევროპული დაკავების ორდერი კატალონიის პრეზიდენტ კარლეს პუჩდემონზე, ასევე,  ოთხ ყოფილ მინისტრზე, რომლებიც ორშაბათიდან ბრიუსელში იმყოფებიან და მადრიდში, სასმართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ.

პუჩდემონის განცხადებით,  ის ესპანეთში არ დაბრუნდება მანამ, სანამ არ ექნება  სასამართლო პროცესის სამართლიანად ჩატარების გარანტია. თუმცა, პუჩდემონის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი თანახმაა ითანამშრომლოს როგორც ესპანეთის, ასევე, ბელგიის სამართალდამცავ ორგანოებთან.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში რეფერენდუმის შედეგად არჩეული პარლამენტი  ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა 28 ოქტომბერს დაითხოვა, ხოლო რეგიონალური არჩევნები 21 დეკემბერს დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი