ახალი ამბები

რატომ დააკავეს მოსკოვში ათეულობით ადამიანი

5 ნოემბერი, 2017 • 1786
რატომ დააკავეს მოსკოვში ათეულობით ადამიანი

მოსკოვის ცენტრში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბი-ბი-სის რუსული რედაქცია ავრცელებს და აცხადებს, რომ დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

5 ნოემბერს მოსკოვში ოპოზიციონერ ვიაჩესლავ მალცევის საპროტესტო მოძრაობის მიერ საპროტესტო აქცია იყო დაანონსებული. ეს უკანასკნელი ამბობდა, რომ ეს აქცია იქნებოდა რეფერენდუმი რუსეთში ხელისუფლების შეცვლის თაობაზე.

ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, დაკავებულია მინიმუმ 40 ადამიანი, ხოლო ზოგიერთი ინფორმაციის მიხედვით მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 237 ადამიანია დაკავებული. დაკავებულებს შორის იყო “ეხო მასკვის” კორესპონდენტი ანდრეი ეჟოვი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

3 ნოემბერს ეფ-ეს-ბემ განაცხადა, რომ დააკავა აქტივისტები, რომლებიც 5 ნოემბერს პოლიციის განყოიფლებებზე თავდასხმას აპირებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი