ახალი ამბები

საუდის არაბეთში 11 პრინცი და 4 მოქმედი მინისტრი დააკავეს

5 ნოემბერი, 2017 • 3407
საუდის არაბეთში 11 პრინცი და 4 მოქმედი მინისტრი დააკავეს

საუდის არაბეთში ახალმა ანტიკორუფციულმა ორგანომ, რომელსაც ტახტის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ხელმძღვანელობს, 11 პრინცი, 4 მოქმედი მინისტრი და ათეულობით ექსმინისტრი დააკავა.

BBC-ის ცნობით, დაკავებულებს შორის არის ალვალიდ ბინ ტალალი, მილიარდერი პრინცი, რომელსაც ინვესტიციები აქვს განხორციელებული კომპანია ეფლსა და ტვიტერში.

ახალ ანტიკორუფციულ კომიტეტს დაკავების ბრძანების გაცემისა და მოგზაურობაზე შეზღუდვის დაწესების უფლება აქვს.

BBC-ის ცნობით, ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანი ამჟამად საუდის არაბეთში ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რომელსაც ქვეყანის მოსახლეობის ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხარდაჭერით სარგებლობს. BBC-ის ინფორმაციით, მას ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა სურს. ასევე მხარს უჭერს “ზომიერ ისლამს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი