ახალი ამბები

ქვედა ჩაილურში ხანძარი ლოკალიზებულია

4 ნოემბერი, 2017 • 1547
ქვედა ჩაილურში ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ქვედა ჩაილურში ხანძარი ლოკალიზებულია.

სააგენტოს ცნობით, ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძარი დღეს, 4 ნოემბერს ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა – პატარა ბუჩქებს, ბალახს და ცალკეულ შემთხვევაში პატარა ტანის ხეებს.

“ეს არ არის მასიური ტყე, მასიური ტყე ფაქტობრივად გადარჩენილია მეხანძრე-მაშველების მიერ, რადგან მივიდნენ დროულად და ხანძარს ტყეზე გადასვლის საშუალებ არ მისცეს”,- აცხადებენ სააგენტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი