ახალი ამბები

ცესკომ ოლქის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, გამარჯვებული კვლავ მეჭიაურია

3 ნოემბერი, 2017 • 2712
ცესკომ ოლქის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, გამარჯვებული კვლავ მეჭიაურია

თიანეთში “ქართული ოცნების” კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის საჩივარი ცესკომ არ დააკმაყოფილა და საოლქო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მერი თამაზ მეჭიაური ხდება, ძალაში დატოვა. ქიტესაშვილი გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრებას აპირებს.

თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოაცხადა.  დოკუმენტში ცესკოს მიერ წარმოდგენილი ბოლო მონაცემები აისახა, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” კანდიდატ ლელა ქიტესაშვილს (3076 ხმა) დამოუკიდებელმა კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა (3077 ხმა) 1 ხმით მოუგო.

გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” კანდიდატი უსამართლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ის სასამართლოში შესაბამისი პროცედურების დაცვით გასაჩივრდება. ლელა ქიტესაშვილი ირწმუნება, რომ დაკარგულია 6 ბიულეტენი, რომელიც დიდი ალბათობით, არჩევნების შედეგზე გადამწყვეტ გავლენას იქონიებდა. ამასთანავე, მერობის კანდიდატის თქმით, ხმათა 50% არცერთ კანდიდატს არ მიუღია, რის გამოც საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტური უნდა დაენიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი