ახალი ამბები

სქესობრივი დანაშაულით დაზარალებული არასრულწლოვნები – პროკურატურის ანგარიში

3 ნოემბერი, 2017 • 3727
სქესობრივი დანაშაულით დაზარალებული არასრულწლოვნები – პროკურატურის ანგარიში

საქართვველოს პროკურატურის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2017 წლის 31 ოქტომრბის ჩათვლით  338 არასრულწლოვანი დაზარალდა. მათ შორის, 180 გოგოა, ხოლო 158 – ბიჭი. არასრულწლოვნებმა დაზარალებულთა მთლიანი ოდენობის 6% შეადგინეს.

2017 წლის პირველი ნახევრისთვის, ყველაზე მეტი არასრულწლოვანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაზარალდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შემდეგ მოდის 126 პრიმა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) და 140-ე (სექსუალური კავშირი 16 წლის მიუღწეველ პირთან) მუხლები.

ფოტო პროკურატურის ანგარიშიდან

გარდა ამისა, არასრულწლოვნები დაზარალებულად ცნეს ქურდობის (117-ე მუხლი), გარყვნილი ქმედების (141-ე მუხლი), ძარცვის (178-ე მუხლი), თაღლითობის (180-ე მუხლი), ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების (120-ე მუხლი), ყაჩაღობისა (179-ე მუხლი) და მუქარის (151-ე მუხლი) მუხლებით.

რაც შეეხება სქესობრივ დანაშაულებს, უწყების მიხედვით, 140-ე მუხლით დაზარალებულთა შორის 55 მდედრობითი სქესისაა და 5 მამრობითი, 141-ე მუხლით კი, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს, 8 მდედრობითი სქესის, ხოლო 3 – მამრობითი. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ სქესობრივი დანაშაულის უმეტესობ , 95.60 % , ოჯახის შექმნის ან ოჯახური თანაცხოვრების მიზეზითაა ჩადენილი.

2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, სქესობრივი დანაშაულის ჩადენიდან საგამოძიებო ორგანოსთვის მომართვამდე პერიოდი, დანაშაულის 56.3% შემთხვევაში, 1 წელს ან მეტს მოიცავდა, ხოლო შეტყობინების ავტორი უმეტესად სამოქალაქო რეესტრი 42.6 %, საავადმყოფო 25.9% ან სხვა 14.8% იყო. სქესობრივი დანაშაულის დაზარალებულსა და ბრალდებულს საერთო შვილი შემთხვევების 77.8 %-ში ჰყავთ.  სქესობრივი დანაშაულის 58.2 %-ში დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ოჯახური კავშირია. 

ფოტო პორკურატურის ანგარიშიდან

გარდა ამისა, პროკურატურის ანგარიშის მიხედვით, სქესობრივი დანაშაულის დაზარალებულებს შორის, 14- 17 წლის 74%-ია, 10-13 წლის – 13% , ხოლო 5-9 – 13% იყო. როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, სქესობრივი დანაშაულის ჩამდენი აღნიშნული 55 შემთხვევიდან ყველა მამაკაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი