ახალი ამბებიეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის მსყიდველობითი უნარი მეც მაწუხებს

3 ნოემბერი, 2017 • 2154
დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის მსყიდველობითი უნარი მეც მაწუხებს

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსის ცვლილება დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელს დაუკავშირა. მისი თქმთ, ლარის მსყიდველუნარიანობის შემცირება მთავრობას ძალიან აწუხებს. ეს განცხადებები ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში,  2018 წლის ბიუჯეტის პროექტს წარდგენისას გააკეთა.

“ბოლო დღეებში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა  სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარებაა. ლარის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ და მისი მსყიდველობითი უნარი მეც მაწუხებს. მაწუხებს, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, როგორც საქართველოს მთავრობის წევრს. რადგან ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა მავალდებულებს ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ ასეთი მდგომარეობა სავალუტო ბაზარზე კურსის თუნდაც მოკლევადიანი რყევების გამო, ბევრისთვის განკარგვადი შემოსავლების ხელშესახები შემცირება, შეიძლება გაგრძელდეს მანამდე, ვიდრე მაღალია დოლარიზაციის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე. სწორედ ესაა ამ პრობლემის მთავარი საფუძველი. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ლარიზაციის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირებას, რათა მოიხსნას აღნიშნული პრობლემა და შოკის მიმართ გამძლეობა გაიზარდოს,”-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაცია წლის დასაწყისიდან გაიზარდა 6%-დან 35%-მდე, ხოლო სესხების ლარიზაცია – 8,4 %-დან 35 %-მდე. 2016 წელს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც,  ქონების რეალიზაციისა და რეკლამირებისას ფასი მხოლოდ ლარში უნდა გამოისახოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი