ახალი ამბები

ავარიის შედეგად ზუგდიდის საკრებულოს წევრი თამაზ ჟორჟოლიანი დაიღუპა

2 ნოემბერი, 2017 • 3838
ავარიის შედეგად ზუგდიდის საკრებულოს წევრი თამაზ ჟორჟოლიანი დაიღუპა

ავარიის შედეგად საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ყოფილი პარლამენტარი და მმართველი პოლიტიკური გუნდის რიგებიდან ზუგდიდის საკრებულოში ახლად არჩეული დეპუტატი, თამაზ ჟორჟოლიანი დაიღუპა. ინფორმაცია ზუგდიდის გამგეობაში დაგვიდასტურეს.

ინციდენტი ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხდა. როგორც შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, ავარიის შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თამაზ ჟორჟოლიანი იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო წევრი და ზუგდიდის მაჟოროტარი დეპუტატი. 1991 წელს ასევე იყო ზუგდიდის რაიონის პრეფექტი, ხოლო 1995-2014 წლებში იმყოფებოდა საზღვარგარეთ, იძულებით ემიგრაციაში.

სასამართლოს მიერ თამაზ ჟორჟლიანი პოლიტიკურ დევნილად იყო აღიარებული. ის იყო როგორც საქართველოს რესპუბლიკის, ასევე ბელგიის სამეფოს მოქალაქე. 2016 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2017 წელს ზუგდიდის საკრებულოს წევრად აირჩიეს.

თამაზ ჟორჟოლიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი