ახალი ამბები

მერაბიშვილი აქტიურად აპირებს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას – ადვოკატი

2 ნოემბერი, 2017 • 2818
მერაბიშვილი აქტიურად აპირებს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას – ადვოკატი

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გათავისუფლების შემდეგ აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში განაცხადა.

უფრო ვრცლად მერაბიშვილის გეგმების შესახებ ჩივიაშვილს არ უსაუბრია. მისი თქმით, ამის შესახებ მერაბიშვილი თვითონ ილაპარაკებს.

ჩივიაშვილის თქმით, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მერაბიშვილის ვადამდელ გათავისუფლებაზე მსჯელობა ნოემბერში უწევს, თუმცა მას არ აქვს მოლოდინი, რომ კომისია ამას აუცილებლად გააკეთებს.

“მისი დაპატიმრება პოლიტიკური მიზნებით იყო [განპირობებული] და გათავისუფლებაც პოლიტიკურად დატვირთული იქნება.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი შესაძლებელია პირობით ვადამდე გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ამის შესახევბ ნეტგაზეთი ყოფილი პრემიერის ყოფილ ადვოკატს და ამჟამად საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ოთო კახიძეს ესაუბრა. როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდრი ამბობს, საქართველოს საკანონმდებლო მექანიზმით, ყოფილ პრემიერს ისედაც ეხება პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლება, რაც არ არის ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის კანონით განსაზღვრული ვადა. შესაბამისად, როგორც უწყებაში აცხადებენ, ყოფილი პრემიერის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი