მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება 28 ნოემბერს გამოქვეყნდება – კახიძე

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს გამოცხადდებს. ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა და სტრასბურგში მერაბიშვილის ინტერესების დამცველმა ოთარ კახიძემ განაცხადა.


2016 წლის 14 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დიდ პალატაში გაასაჩივრა.

14 ივნისის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლოს პალატამ, 7 მოსამართლის შემადგენლობით, ერთხმად დაადგინარომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა, “ასევე, გამოიყენებოდა მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალებად”.

გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რაშიც ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახელი ფიგურირებს. ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა საქართველოს იუსტაციის სამინისტრო და კონვენციით დადგენილ ვადაში, 2016 წლის 13 სექტემბერსეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა.

მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. 2017  წლის თებერვალში პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა, რადგანაც მათი განცხადებით, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ დადასტურდა.

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი კონკრეტული პუნქტის გამო გაასაჩივრა, რომელიც ე.წ. ფარცხალაძის ეპიზოდს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com