ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსური მხარის ცნობით, “საქართველოსთან საზღვარზე საბაჟო პუნქტი იხსნება”

2 ნოემბერი, 2017 • 2990
ოსური მხარის ცნობით, “საქართველოსთან საზღვარზე საბაჟო პუნქტი იხსნება”

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის, მურატ ცხოვრებოვის განცხადებით, “სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე, ლენინგორის რაიონში, გამშვებ პუნქტზე საბაჟო გაიხსნება”.

როგორც ცხოვრებოვი ამბობს, ეს ნაბიჯი “საქართველოდან შემოსული ტვირთის ხარისხისა და კონტროლის მიზნით არის გადადგმული”.

ოსური მხარის ცნობითვე, საბაჟო პუნქტის გახსნის იდეა გაჩნდა საქართველოდან შესული იმ ტვირთის მონიტორინგის შემდეგ, რომელიც აქამდე საბაჟო გადასახადს არ ექვემდებარებოდა.

ცხინვალის აქამდე არსებული რეგულაციით ახალგორის/ლენინგორის მცხოვრებლებს აღნიშნული პუნქტით 50 კილოგრამზე მეტის გადატანის უფლება არ აქვთ. აქამდე ტვრითის ოდენობას ზედაპირული დაკვირვებით განსაზღვრავდნენ.

ფოტო: sputnik

მასალების გადაბეჭდვის წესი