„სამართლიანმა არჩევნებმა“ თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის, ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 194 საჩივარი წარადგინა. ორგანიზაცია მიიჩნვს, რომ საჩივრების განხილვისას საოლქო კომისიები ცდილობდნენ საუბნო კომისიის წევრებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის თავი აერიდებინათ.
წარდგენილი საჩივრებიდან 42 საჩივარი დაკმაყოფილდა, 30 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 80 არ დაკმაყოფილდა და 6 საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. საჩივრები, რომლითაც მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის ადმინსიტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება, ჯერ ისევ განხილვის ეტაპზეა.
[checklist]
- საოლქო კომისიები უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნევდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებს მიუხედავად დარღვევის სიმძიმისა და იმისა, რომ ეს ახსნა-განმარტებები მთელ რიგ შემთხვევებში კენჭისყრის დღიდან მეორე ან მესამე დღეს იწერებოდა;
- ახალ ტენდენციას წარმოადგენდა ის, რომ საოლქო კომისიები ახსნა-განმარტებას მიიჩნევდნენ პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად;
- ასევე, რიგ შემთხვევებში საოლქო კომისიები ახსნა-განმარტების დაწერას თვლიდნენ დარღვევის აღმოფხვრად, რაც არალოგიკურია;
- ახალ ტენდენციას წარმოადგენდა ის, რომ საოლქო კომისიები ახსნა-განმარტებას მიიჩნევდნენ პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად;
- საოლქო კომისიები თავს არიდებდნენ კენჭისყრის შედეგების გადასინჯვას, მიუხედავად დარღვევის სიმძიმისა (მაგალითად, ოქმში მონაცემების გადაკეთება; ბალანსის არარსებობა ოქმში, ა.შ.). უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ შემთხვევებშიც, ისინი საუბნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებას ან შეწსორების ოქმს ეყრდნობოდნენ, რომელიც ასევე, ძირითადად, კენჭისყრის დღის შემდგომ იყო შედგენილი;
- საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გარკვეულ შემთხვევებში არ იყო სათანადოდ დასაბუთებული;
- ადგილი ჰქონდა არათანაბარ მიდგომას (მაგალითად, ბათუმის საოლქო კომისიის მხრიდან), როდესაც მსგავსი დარღვევისთვის ერთი საუბნო კომისიის წევრებს დაეკისრათ პასუხისმგებლობა, ხოლო მეორე საუბნო კომისიის წევრებს – არა.
- საუბნო კომისიის წევრების პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების მიზნით საოლქო კომისიები ხშირად იყენებდნენ არგუმენტს, რომ დარღვევა არ წარმოადგენს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და ამომრჩეველთა ნების გამოვლენაზე გავლენა არ მოუხდენია;
[/checklist]