ახალი ამბები

რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელი ილია მეორეს თბილისში შეხვდა და მოსკოვში მიიწვია

2 ნოემბერი, 2017 • 1894
რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელი ილია მეორეს თბილისში შეხვდა და მოსკოვში მიიწვია

1 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ავრცელებს.

“მისი ჩამოსვლის მიზანი იყო კათოლიკოს-პატრიარქის და საქართველოს ეკლესიის დელეგაციის მიწვევა რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.

მეუფე ილარიონმა განაცხადა, რომ ასევე მიპატიჟებულნი არიან ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქები და სხვა საპატიო სტუმრები”, – იუწყება საპატრიარქო.

საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს აფხაზეთში სასულიერო პირთა დაჯგუფებებს შორის წარმოშობილ კონფლიქტსა და მისი მოგვარების გზებზე. პატრიარქის თქმით, თუკი მას ჯანმრთელობის მდგომაროება საშუალებას მისცემს, მოწვევას მიიღებს და მოსკოვში ჩავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი