ახალი ამბები

შსს: მამაკაცს ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნების მუქარით ფულს სძალავდნენ

2 ნოემბერი, 2017 • 7348
შსს: მამაკაცს ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნების მუქარით ფულს სძალავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული თ.ი. გამოძალვის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცს მისი ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსების მუქარით 5 000 აშშ დოლარს სძალავდა. სამართალდამცველებმა თ.ი. მანამდე დააკავეს, ვიდრე მოქალაქე მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა“ – აცხადებს შსს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით].

მასალების გადაბეჭდვის წესი