ახალი ამბები

ანონსი – 2 ნოემბერი

2 ნოემბერი, 2017 • 2063
ანონსი – 2 ნოემბერი

წარმოგიდგენთ 2 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:


09:10 საათიდან, ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის, სენატორ დენის ო’დონოვანის თბილისში ოფიციალური ვიზიტის პროგრამა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გიორგი გახარიასთან შეხვედრით დაიწყება; 11:00 საათი – გამგზავრება კახეთში; 15:45 – 16:15 საათი – სიღნაღის მუზეუმის დათვალიერება; 16:15 – 16:45 საათი – სიღნაღის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება; 16:45 საათი – გამგზავრება თბილისში.


09:50 საათიდან, საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარის აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხის ოფიციალური ვიზიტი ეწვევა საქართველოს. თავდაპირველად, ის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამგზავრება, სადაც ოქროს ფონდს მოინახულებს; 10:40 საათი – გამგზავრება მთავრობის ადმინისტრაციაში; 10:45 – 11:45 საათი – შეხვედრა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან; 11:45 საათი – გამგზავრება ძველ თბილისში და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება; 15:15 საათი – გამგზავრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და შეხვედრა ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.


10:30 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკონომისტი ნოდარ ებანოიძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ეროვნული ვალუტა და მისი გაუფასურების ფაქტორები; მოსალოდნელია თუ არა ცვლილებები სამომხმარებლო ფასებზე. მისამართი: ნუცუბიძის ქ. N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო: 599726565.


11:00 საათზე, “ლოლიტაში”, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi მოდის კვირეულის ორგანიზატორი სოფო ჭყონია, უცხოელი სტუმრები და მონაწილეები კვირეულის სიახლეებსა და პროგრამაზე სასაუბროდ მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. საკონტაქტო პირები: ნანა ჯანჯღავა – 577781500, გვანცა სუთიძე – 577 110421, ეკა სარია – 577110420.


11:00 საათზე, ორგანიზაცია “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარე გელა კვაშილავა და “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: შეხვედრა ქალაქის მერთან ტრანსპორტის საკითხებთან დაკავშირებით; ჭკვიანი შუქნიშნები; ტექდათვალიერება. მისამართი: ნუცუბიძის ქ. N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო: 599726565.


12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მისამართი: ინგოროყვას ქ. N7.


12:00 საათიდან, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში აფხაზეთის ომში დაღუპული ბადრი გზირიშვილისა და მისი შვილის, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 15:00 საათზე, მათ ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. მისამართი: თბილისი, ვარკეთილი-3, მე-2 მ/რ, 178-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორია.


12:00 საათზე, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ზაზა ბიბილაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.


13:00 საათზე, სასტუმრო “Holiday inn”-ში, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით ტარდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის და სამინისტროს საქვეუწყებო სტრუქტურების ხელმძღვანელების შეხვედრა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან ხოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ღონისძიება სახელწოდებით – მშენებლობა საქართველოში – ხარისხი როგორც გამოწვევა. მედიის წარმომადგენლები უნდა მივიდნენ 14:30- 15:00 საათზე.


13:30 საათზე, ბერი გაბრიელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ხელოვნების მუზეუმიდან ბერი გაბრიელის სახლამდე სალიტანიო ანჩისხატითა და ბერი გაბრიელის ხატით ლოცვითი მსვლელობა მოეწყობა. მისამართი: თავისუფლების მოედანი, ლ. გუდიაშვილის N1. საკონტაქტო პირი: ზაზა ნანობაშვილი – 555399923.


15:00 საათზე, სვანეთის მუზეუმში ედუარდ კურტისისა და ევდოკია (დინა) კოჟევნიკოვას ნამუშევრების გამოფენა “მიწიერი და საკრალური სამყარო” გაიხსნება. მისამართი: მესტია, ა. იოსელიანის ქუჩა, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი.


20:00 საათზე, Tbilisi Event Hall-ში, რიგით მე-20, საიუბილეო თბილისის ჯაზ-ფესტივალი, ჯაზისა და სოულის შემსრულებელი, ლეგენდარული ამერიკულ ჯგუფის TOWER OF POWER კონცერტით გაიხსნება. კონცერტის დაწყებამდე კი, ნაჩვენები იქნება ფესტივალის 20-წლიანი ისტორიის ამსახველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. 2-5 ნოემბერს ტრადიციულად, თბილისის საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა, კონცერტებთან ერთად, ითვალისწინებს ცნობილი ჯაზ-შემსრულებლების მასტერკლასს ქართველი სტუდენტებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი