Statusdonates – ის გმირების წარმატება

თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების დახმარებით საქველმოქმედო პლატფორმის Statusdonates.ge გმირებმა საკუთარ მიზნებს მიაღწიეს. 

პირველად ქართული ანიმაციის ისტორიაში, ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“ საფრანგეთის კინოგაქირავებაში მოხვდა. ამასთან, “ჯიბის კაცი” 85 საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზეა მიწვეული. ეს არის პირველი ქართულ-ფრანგულ-შვეიცარიული ანიმაციური კოპროდუქცია, რომლის ავტორს, 27 წლის ანა ჩუბინიძეს სტატუს მომხმარებლები საქველმოქმედო პლატფორმის საშუალებით დაეხმარნენ, რომ ნიუ-იორკში International Children’s Film Festival -ზე საკუთარი ფილმის ჩვენებას დასწრებოდა. მას შემდეგ „ჯიბის კაცმა“ უკვე 8 ჯილდო მიიღო და კიდევ აგრძელებს ფეტივალებზე მონაწილეობას.

პატარა პიანისტმა, ანაჰიტმა კი წელს ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე გაიმარჯვა. ეს პატარა ვირტუოზი მხოლოდ საკუთარი სმენით, ნოტების გარეშე უკრავს კლასიკასა და ჯაზს. გოგონას იშვიათი მუსიკალური ნიჭი აქვს და პარიზში ფესტივალზე გასამგზავრებლად მხარდაჭერა ესაჭიროებოდა. ანაჰიტი უკვე შეამჩნიეს სამშობლოშიც და საზღვარგარეთაც. წლევანდელ ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე გამარჯვება მისი მუსიკალურ წარმატებაში მომდევნო ნაბიჯია.

CES (Creative Education Studio)-ში რეგისტრირებულ სტუდენტთა რაოდენობა გაორმაგდა მას შემდეგ, რაც თიბისი სტატუსის დახმარებით შეიძინეს 5+1 უახლესი აუდიო სისტემა, რომელიც სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მუსიკალურ სფეროში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი განათლება მიიღონ.

www.statusdonates.ge  თიბისი სტატუსის საქველმოქმედო ვებპლატფორმაა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ისეთი პროექტების, ორგანიზაციებისა თუ ადამიანების დაფინანსებაში, რომელთაც მათი მხარდაჭერა ესაჭიროებათ. საიტზე განთავსებული ვიდეოისტორიების ნახვის შემდეგ, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით სასურველი რაოდენობის თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი