ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე რუსეთში გაემგზავრა

1 ნოემბერი, 2017 • 4514
ნინო ბურჯანაძე რუსეთში გაემგზავრა

“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე რუსეთში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც პარტიაში ამბობენ, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსული მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და თტქშოუებში მიიღებს მონაწილეობას.

პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბურჯანაძეს ოფიციალური შეხვედრები დაგეგმილი არ აქვს.

ნინო ბურჯანაძის პარტიამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში ხმების 2,59 პროცენტი დააგროვა, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით პარტიის რეიტინგი ერთი პროცენტით დაეცა. 2016 წლის საპარლამენტო არცევნებში ბურჯანაძის პარტიამ ხმების 3,53 პროცენტი მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი