ახალი ამბები

მაგთიკომი ტელევიზიის ყველა პაკეტის ტარიფს 2 ლარით აძვირებს

1 ნოემბერი, 2017 • 2583
მაგთიკომი ტელევიზიის ყველა პაკეტის ტარიფს 2 ლარით აძვირებს

“მაგთისატისა” და IP ტელევიზიის აბონენტებს ტარიფი 2 ლარით გაუძვირდებათ. კომპანიის ინფორმაციით, 2017 წლის 1 დეკემბრიდან 6 ქართული ტელეარხის: რუსთავი 2, კომედი არხი, მარაო, იმედი, მაესტრო და ჯიდიესის ერთობლივი მოთხოვნით, აღნიშნული არხების რეტრანსლირება ტრანზიტორი ოპერატორებისთვის ფასიანი ხდება.

“მაგთიკომი იძულებულია 1 დეკემბრიდან განახორციელოს ტარიფების ცვლილება და გაზარდოს ტელევიზიის ყველა პაკეტის ფასი 2-2 ლარით (ტარიფი მოიცავს არხების რეტრანსლირების უფლების საფასურსა და სხვა ყველა გადასახადს). „მაგთიკომი“ ყოველთვის მოქმედებს კანონის შესაბამისად და აწვდის საკუთარ აბონენტებს მხოლოდ ლიცენზირებულ (ლეგალურ) კონტენტს”,-წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტარიფის ცვლილება ეხება „მაგთიკომის“, როგორც „მაგთისატის“ ასევე IP ტელევიზიის ყველა აბონენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი