ახალი ამბებირეკლამა

m2-მა მთაწმინდის ფერდობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა

1 ნოემბერი, 2017 • 1513
m2-მა მთაწმინდის ფერდობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა

კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ნახანძრალი ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტი m2-ის დაკვეთით საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებმა მოამზადეს. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი როგორც ნახანძრალი 2 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის გატყევება-აღდგენის, ასევე მისი შემდგომი მოვლის ეტაპები და პროცედურები.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ მომზადებულმა დოკუმენტმა საბოლოო სახე რამდენიმე დღის წინ მიიღო, როდესაც m2-მა გარემოს დამცველ ორგანიზაციებთან და დარგის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში სპეციალისტებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს. მათი წინადადებების უმეტესობა სატენდერო დოკუმენტში იქნა გათვალისწინებული.

ტენდერი მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის გატყევება-აღდგენის სამუშაოებთან დაკავშირებით 1-ელ ნოემბერს გამოცხადდა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს თავიანთი წინადადებების წარმოდგენა 15 ნოემბრამდე შეეძლებათ.

კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ფერდობის რეაბილიტაციაზე მუშაობა 9 აგვისტოს დაიწყო. m2-ის მიზანი აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემოს შექმნაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი