ახალი ამბებიეკონომიკა

Doing Business 2018-ის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

1 ნოემბერი, 2017 • 2306
Doing Business 2018-ის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

საქართველომ doing Business-ის რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა და  მე-9 ადგილი დაიკავა.  გასულ წელს საქართველოს მე-16 ადგილი ეკავარეიტინგში პირველ ადგილს ახალი ზელანდია იკავებს, მეორე ადგილს- სინგაპური და დანია.

Doing Business-ის 10 კრიტერიუმში საქართველოს ასეთი შეფასებები აქვს:

ბიზნესის დაწყება – მე- 4 ადგილი

სამშენებლო ნებართვის აღება – 29-ე ადგილი

ელექტროენერგიის მიღება – 30-ე ადგილი

საკუთრების რეგისტრაცია – მე-4 ადგილი

კრედიტის აღება – მე-12 ადგილი

ინვესტორების დაცვა – მე-2 ადგილი

გადასახადების გადახდა – 22-ე ადგილი

საგარეო ვაჭრობა – 62 -ე ადგილი

ხელშეკრულების აღსრულება – მე-7 ადგილი

გადახდისუუნარობის საქმისწარმოება – 57-ე ადგილი

Doing Business 2018 წლის ანგარიშში საქართველოს პოზიცია ბიზნესის დაწყების კომპონენტში გაუმჯობესებულია, ბიზნესის დაწყების კუთხით 2017 წლის ანგარიშში  მე-8 ადილზე ვიყავით. წლევანდელ ანგარიშში გაუარესებულია  საგარეო ვაჭრობისა და კრედიტის აღების მაჩვენებელი.

“Doing Business” მსოფლიო ბანკის პროექტია. ის ბიზნესრეგულაციებსა და ბიზნესგარემოს მსოფლიოს 190 ქვეყანაში 2002 წლიდან  იკვლევს. ქვეყნების რეიტინგი პირველად 2003 წელს გამოქვეყნდა.რეიტინგში დაბალი ქულა მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ბიზნესის კეთება გამარტივებულია და დაცულია საკუთრების უფლება.

კვლევის პერიოდში Doing Business ინფორმაციისთვის ოთხ ძირითად რესურსს იყენებს. ესენია: კანონმდებლობა და რეგულაციები, რესპონდენტები, ქვეყნების მთავრობები და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი ორგანიზაციების თანამშრომლები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი