აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსის ექსპორტი 200-დან 35 ტონამდე შემცირდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს აფხაზეთიდან რუსეთში 35 ტონა ციტრუსია ექსპორტირებული. მაშინ როდესაც 2016 წლის ამავე პერიოდში ამ რიცხვმა დაახლოებით 200 ტონა შეადგინა.

აფხაზი სპეციალისტები ციტრუსის რაოდენობის შემცირებას აზიურ ფაროსანასა და ამინდის პირობებს უკავშირებენ.

აზიური ფაროსანის პრობლემაზე აფხაზეთში ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა ჩაატარა. მოკლევის შესაბამისად, აზიური ფაროსანის მიერ მიყენებული ზარალი აფხაზეთში კოლოსალურია: “ბევრმა ფერმერმა გალში, სოხუმისა და გულრიფშის რაიონებში საერთოდ ვერ აიღო მოსავალი, რადგან უკვე დაზიანებული იყო. ოჩამშირეშიც ყოველკვირა იმატებს რაოდენობა. ამჟამად მისი გავრცელების პიკია. თხილის პარალელურად ყურძენზე, სიმინდსა და ლეღვზე გადავიდა. ასე თუ გაგრძელდება, ციტრუსზეც გადავა. რატომღაც არ უყვართ კივი და ფეიხოა, ასევე, ბაღჩეული და სალათის ფურცლები. დანარჩენ ყველაფერს ანადგურებენ. 80-90% ამ მავნებლითაა დაფარული”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი