ახალი ამბები

თბილისის შემოგარენში გოლფის მოედანი იხსნება

1 ნოემბერი, 2017 • 3751
თბილისის შემოგარენში გოლფის მოედანი იხსნება

თბილისის შემოგარენში 56 ჰექტარ ფართობის მიწაზე გოლფ კლუბი დღეს, 1 ნოემბერს უნდა გაიხსნას.

გოლფ კლუბი თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კრწანისის, ორთაჭალის, წავკისისა და ქვემო თელეთის მიმდგებარე ტერიტორიაზეა განლაგებული.

„თბილისის ჰილსის“ ცნობით, გოლფის 18-ფოსოიანი მოედანი მოეწყო 56 ჰექტარზე. მისი არქიტექტურა და დიზაინი ეკუთვნის Tilander Golf Design-ს. განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა შეადგენს 50 მილიონ ლარს, რის შედეგადაც შეიქმნა 70 ახალი სამუშაო ადგილი.

„თბილისი ჰილსის“ ცნობით, 2014 წლის 25 დეკემბერს კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა საერთაშორისო დონის გოლფ კლუბის მშენებლობა. პროექტი დაიგეგმა და იმართება საერთაშორისო კომპანიების მიერ – Skinest Rail, Kaamos Group და FTT Golf.

“თბილისი ჰილსის” ცნობით, შემდეგი 10 წლის განმავლობაში იგეგმება საზოგადოებრივი დამიშნულების ახალი შენობების, სასტუმროს და კერძო სახლების მშენებლობა.

გოლფ კლუბის მთავარი ინვესტორი, ოლეგ ოსინოვსკი, მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში, მათ შორის, დასრულებული კინტრიში ჰესის მშენებლობა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პროექტის საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 17 მილიონ აშშ დოლარს, მიმდინარე ლახამი 1 და ლახამი 2 ჰესების პროექტი, რომლის ინვესტიცია შეადგენს 27 მილიონ აშშ დოლარს, ასევე, დაგეგმილი მაგანა ჰესის პროექტი, რომლის ინვესტიცია შეადგენს 70 მილიონ აშშ დოლარს.

თბილისის შემოგარენში, თაბორის მთაზე,  ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირბეულ კომპანიას 40 ჰა მიწაზე გოლფის მოედნის აშენება სურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი