ახალი ამბები

ანონსი – 1 ნოემბერი

1 ნოემბერი, 2017 • 2062
ანონსი – 1 ნოემბერი

10:45 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშთან დაკავშირებით   პრესკონეფერნციას გამართავს.

მისამართი: თბილისი, ჭოველიძის 10ა, მე-8 სართული, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო


11:00 საათზე, ვიცეპრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ესტონეთისრესპუბლიკის პრეზიდენტთან კერსტი კალიულაიდისთან ერთად, თბილისის 150-ე საჯარო სკოლას ეწვევა და სკოლის წარმომადგენლებთანერთად, პრეზიდენტს საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში ესტონეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარების პროგრამისმიმდინარეობას გააცნობს.

ადგილი: თბილისის 150-ე საჯარო სკოლა  მისამართი: ორდე დგებუაძის ქ.


09:00 საათზე “ქორთიარდ მარიოტში” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სიტყვით გამოვა საერთაშორისო ფორუმის  მდგრადი განვითარების მიზნები“  თემატურ სესიაზე.

მოხსენების თემაა:   კონფლიქტების მოგვარება და მშვიდობის მშენებლობა


0:45 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების ფარგლებში სტიპენდიის დაწესების საკითხებზე საექიმო სპეციალობის მაძიებლებსა და მოქმედ რეზიდენტებს სიახლეებს გააცნობს.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. N33 (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დეკანატი)


10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარეს აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხს შეხვდება.
მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)


11:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” საქართველო-ესტონეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი დაესწრებიან.
მის.: შოთა რუსთაველის გამზ. #13


11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარე, აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი მედიისთის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
მის: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)


14:00 საათზე, კახა კალაძე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFჭ) წარმომადგენლებს შეხვდება.
მის.: კოსტავას ქ.#14, კახა კალაძის საარჩევნო შტაბი


15:15 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს შეხვდება.
მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

მასალების გადაბეჭდვის წესი