ნახევარი მსოფლიო გამოვიარე თქვენთან შესახვედრად – ბიორკი თბილისში

დღეს, 31 ოქტომბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ბიორკმა კონცერტი გამართა. ისლანდიელი მუსიკოსი თბილისში 28 ოქტომბერს, გამთენიისას ჩამოფრინდა 12-წევრიან ჯგუფთან ერთად.

კონცერტის მსვლელობისას, ყოველი კომპოზიციის დასრულების შემდეგ ბიორკი ფილარმონიაში შეკრებილებს მადლობას ქართულ ენაზე უხდიდა. ბოლო სიმღერის შესრულებამდე ბიორკმა ბოდიშიც მოიხადა იმის გამო, რომ ქართულ ენაზე ვერ საუბრობს. მუსიკოსმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სცენაზე მასთან ერთად გამოვიდა, მათ შორის, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს და მათ ტაში დაუკრა.

“ნახევარი მსოფლიო გამოვიარე თქვენთან შესახვედრად, ახლა აქ უსმინეთ და ხვალ ტელეფონებში”,- მიმართა ბიორკმა მსმენელს.

ბიორკის კონცერტის დირიჟორი, ახალგაზრდა ისლანდიელი მუსიკოსი ბიარნი ფრიმან ბარნასონი იყო. თბილისის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი კონცერტის ბილეთების გაყიდვა 16 ოქტომბრიდან დაიწყო და SOU ფესტივალის ცნობით, მხოლოდ 200-ლარიანი ბილეთები იყო დარჩენილი. ხოლო 22 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილი მეორე კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com