ახალი ამბები

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3 თეთრით გაუფასურდა

31 ოქტომბერი, 2017 • 2211
ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3 თეთრით გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტა როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებაში, კვლავ გაუფასურდა.   ხვალ, 1 ნოემბერს, 1 აშშ დოლარი 2.61 ლარი ეღირება, 1 ევროს ღირებულება კი 3.03-ს შეადგენს.

ამ დრომდე მოქმედი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.58 ლარს შეადგენდა, 1 ევროს ყიდვა კი 3.01 ლარად იყო შესაძლებელი.

ლარმა გაუფასურება 24 ოქტომბრიდან დაიწყო.  საარჩევნო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.48-დან 2.49 ლარის ფარგლებში იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი