საბერძნეთის მედიის ცნობით, საქართველოს 8 მოქალაქე ძარცვისთვის დააკავეს

საბერძნეთის მედიის ცნობით, პოლიციამ დააკავა საქართველოს რვა მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედებათ თაღლითობით ძარცვა. მედიის ცნობითვე, ისინი ძირითადად ხანში შესულ ადამიანებს მოტყუებით ძარცვავდნენ.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ  საბერძნეთში საქართველოს საელჩოში ოფიციალურად შეტყობინება არ შესულა, თუმცა საელჩო კომუნიკაციაშია ადგილობრი პოლიციასთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com