ახალი ამბები

ანონსი – 31 ოქტომბერი

30 ოქტომბერი, 2017 • 1527
ანონსი – 31 ოქტომბერი

11:00 – საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულები საპროტესტო აქციას გამართევენ. საპროტესტო აქციას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დაესწრება.

12:00-  თბილისშიჭოველიძის ქ. №12-ში (ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ შენობაში)  საქართველოს თვითმმართველობის ინდექსის” 2017 წლის კვლევის შედეგების საჯარო პრეზენტაცია გაიმართება.

12:00 – თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ მედიის წარმომადგენლებისთვის „კერძო დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონოპროექტის  შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.

14:00 – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 31 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე სს „ხრამჰესი 1“-სთვის და სს „ხრამჰესი 2“-სთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს. ამასთანავე, კომისია განიხილავს შპს „არზუ გაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფის დადგენის საკითხს.

14:30 –  “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე, დავით თარხან-მოურავი და გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: პატრიოტთა ალიანსის, სამომავლო სამოქმედო გეგმები ადგილი: საქართველოს ადმინისტრაციის შენობა ( კანცელარიასთან)

16:00 –  სასტუმრო რუმსში, „ლოლიტას“ საკონფერენციო დარბაზში(ჭოველიძის ქ.7) გამართავს პრეზენტაციას მოქალაქეობის არმქონე ბოშათა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი