ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო კომისიაში ჩართვაზე კონსულტაციებს გეგმავს

30 ოქტომბერი, 2017 • 1597
“ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო კომისიაში ჩართვაზე კონსულტაციებს გეგმავს

“ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი წერეთელი ამბობს, რომ კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტენ, ჩაერთვებიან თუ არა იმ საკონნსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში, როემლიც პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებების ინიცირების შემდეგ უნდა შექმნას.

საპარლამენტო უმრავლესობა მიმდინარე კვირაში ახლად მიღებულ კონსტიტუციაში ოთხი შესწორების შეტანას აპირებს.

“მთავარი პრობლემა მთავარ პროიბლემად რჩება. ის, რომ უმეტესი საკითხები გადატანილია 2024 წლიდან, ის, რომ ეს არ იყო კონსენსუსის დოკუმენტი – ეს არის ყველაზე ცუდი. ახლა ვაფასებთ მთლიან პროცესს. რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, აქ არის ზოგიერთი ცვლილება, რაზეც, ბუნებრივია, ჩვენც ვლაპარაკობდით და ვენეციის კომისიის დასკვნებიც შესაბამისი იყო. ამიტომ ჩვენ გვვექნება ამაზე კონსულტაციები მას შემდეგ, რაც დაიწყება ეს პროცესი, დაიწყება კომისიის ფორმირება. ჩვენ წინა პერიოდში ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული ამ პროცესში, ყველამ ძალიან კარგად იცის, და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას,”- განაცხადა გიგი წერეთელმა 30 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას.


საკონსტიტუციო ცვლილებების პროქტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

მესამე მოსმენით 26 სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციას მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ – 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციამ ამ პროცესს კვლავ ბოიკოტი გამოუცხადა.

ამის შემდეგ დაიწყო სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები პრეზიდენტთან საკითხებზე, თუ რა უნდა ასახულიყო პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებში. პრეზდენტმა კონსტიტუციას ვეტო 9 ოქტომბერს დაადო და მოტივირებულ შენიშვნებში ასახა ის ოთხი პუნქტი, რომელზეც “ქართულ ოცნებას” გაცხადებული ჰქონდა, რომ ცვლილებებს შეიტანდა. ასევე. პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში ასახა კიდევ ორი პუნქტი, რომელიც ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ეს ორი ცვლილება იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის  2020 წლის არჩევნებზე ამოქმედება და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.

შეთანხმებული ოთხი საკითხის გარდა პრეზიდენტის მიერ ვეტოში სხვა საკითხების დამატება მიუღებელი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის. მათ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და განაცხადეს, რომ ისინი თავიდან წამოიწყებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს და ასე შეიტანდნენ კონსტიტუციაში ამ ოთხ ცვლილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი