ახალი ამბები

ინტენსიური თოვის გამო გუდაური-კობის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

30 ოქტომბერი, 2017 • 1668
ინტენსიური თოვის გამო გუდაური-კობის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 13:00 საათის მდგომარეობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გვაცნობეს, ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური-კობის გზაზე თოვლის გამო ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი