ახალი ამბებიეკონომიკა

საქსტატი: წინასწარი მონაცემებით 2017 წლის 9 თვეში მშპ 4,7 პროცენტით გაიზარდა

30 ოქტომბერი, 2017 • 3238
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით 2017 წლის 9 თვეში მშპ 4,7 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2017 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5 პროცენტი შეადგინა. 2017 წლის 9 თვის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 4,7 პროცენტითაა გაზრდილი.

 

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის სექტემბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, მშენებლობა. ხოლო კლება დაფიქსირდა ტრანსპორტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი