ეს განცხადება მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
“დევნილებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მთავრობის განკარგულებით, 452 დევნილს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართი. ეს მიმდინარე წელს უკვე არის ცხრაასამდე ოჯახისათვის გადაცემული ფართი საკუთრებაში, რაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. წლის ბოლომდე კიდევ ერთი ამდენი, მეტი თუ არა, გადაეცემათ დევნილებს საკუთრებაში”, – განაცხადა მან.