ახალი ამბები

აქცია პარლამენტარების წინააღმდეგ: “მე არ ვარ პროპაგანდა”[Photo]

20 ივნისი, 2013 • • 1325
აქცია პარლამენტარების წინააღმდეგ: “მე არ ვარ პროპაგანდა”[Photo]

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ კომიტეტის მიერ 17 მაისთან დაკავშირებული დასკვნის პროექტს და ასევე, პარლამენტისთვის გაგზავნილი პეტიციების ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით გამოთქმულ ეჭვებს. 

“აქცია ახლა აქ იმართება იმის გამო, რომ ეკა ბესელია და მისი კომიტეტის წევრები შეკრებილები არიან, რადგან 6 თვის მუშაობის ანგარიში უნდა წარმოადგინონ. ჩვენ გვინდა, რომ ეკა ბესელია გამოვიდეს გარეთ და ნახოს ის ადამიანები, რომლებმაც პარლამენტისთვის გაგზავნილ პეტიციას ნამდვილად მოაწერეს ხელი. 

ვაპროტესტებს 17 მაისისი მოვლენებზე კომიტეტის დასკვნის სამარცხვინო პროექტს, რომელიც წინასწარ გავრცელდა.

აქცია ადამიანის უფლებათა კომიტეტის წინააღმდეგ
აქცია ადამიანის უფლებათა კომიტეტის წინააღმდეგ

იქ ცალსახად არ არის დაგმობილი 17 მაისის ძალადობა, ცალსახად არ არის ნათქვამი, რომ შეკრების უფლება არის ადამიანის უზენაესი უფლება. იქ წერია, რომ თუკი არღვევ მორალს, შეგვიძლია შევზღუდოთ შეკრება. რომელი მორალის შეზღუდვაზეა საუბარი, ვერ გავიგეთ. ეკა ბესელიამ გადაწყვიტა ითანამშრომლოს რელიგიურ ექსტრემისტებთან და დააბალანსოს დასკვნა. რელიგიურ ექსტრემიზმთან და ადამიანის უფლებებს შორის ბალანსის დაცვა არის შეუძლებელი”,– განუცხადა “ნეტგაზეთს” საპროტესტო აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ ნინო დანელიამ.

აქციის მონაწილეებს თან მოტანილი ჰქონდათ “ტაბურეტები”. მათივე თქმით, ამის მიზანი ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტისთვის სკამის რეალური დანიშნულების გაცნობა იყო.

“სკამი გამოიყენება დასაჯდომად და არა ძალადობის განსახორციელებლად. 17 მაისს კი სკამს იყენებდნენ სხვა ადამიანების წინააღმდეგ ძლადობისთვის”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერით: “მე არ ვარ პროპაგანდა”, “ყალბი შენი ორგაზმია, ეკა” და ა.შ.

აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გედევამ ფოფხაძე გამოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეებს შეუთანხმდა, რომ ხვალ, 21 ივნისს მათ შეხვდება და სადავო საკითხებს განიხილავენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი