ახალი ამბები

საგარეო უწყება თურქეთში ქართველი კაცის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

29 ოქტომბერი, 2017 • 1777
საგარეო უწყება თურქეთში ქართველი კაცის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ფეისბუკის მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთში ქართველი კაცი მოკლეს, არ დასტურდება.

ფეისბუკის მომხმარებელმა ლევან ხიდიშელმა 28 ოქტომბერს, საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთში ქართველი კაცი ქურთუკის მოპარვის გამო ცემით მოკლეს. მეორე დღეს მან პოსტი წაშალა, თუმცა, რამდენიმე ვებგვერდმა ეს ინფორმაცია, რომელიც ოფიციალური უწყების ცნობით, სიმართლე არ არის, გადაბეჭდა.

საელჩომ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ როგორც კი ინფორმაცია გავრცელდა, გადამოწმება დაიწყეს და ამ ინფორმაციის ნამდვილობა ვერავინ დაადასტურა:

“გადაამოწმა თურქეთში საქართველოს საელჩომ და ამ ეტაპისთვის ინფორმაციის დამდასტურებელი რაიმე მტკიცებულება ვერ მიიღო. მათ შორის, თურქეთში მცხოვრები ქართველები ვერ ადასტურებენ, რომ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი,”- განგვიცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი