ახალი ამბები

ბათუმისკენ მიმავალი ავტობუსიდან 6 ბავშვი გადმოვარდა

29 ოქტომბერი, 2017 • 2083
ბათუმისკენ მიმავალი ავტობუსიდან 6 ბავშვი გადმოვარდა

ქედაში, ბათუმისკენ მიმავალი ავტობუსიდან 6 ბავშვი გადმოვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ გამოძეიბა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც  სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ექვსივე ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვენილი.

ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრმა ხათუნა კახაბერიძემ  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია და ერთ მათგანს ჩაუტარდა ოპერაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი